“კონგრესის წარმომადგენლები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ საქართველოსთან მოლაპარაკებების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ”

“კონგრესის წარმომადგენლები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ საქართველოსთან მოლაპარაკებების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ”

„უკვე დიდი ხანია, საქართველო, ამერიკელ პარტნიორებთან, სავაჭრო შეთანხმების დადებაზე საუბრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის წარმომადგენლები აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ აუცილებელია, საქართველოსთან კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა და მოლაპარაკებები კიდევ უფრო გააქტიურდეს“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ამერიკელი კონგრესმენების წერილს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება დიდ შრომასა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყება და, შესაბამისად, წარმატებითაც დასრულდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ძალიან ბევრი უწყების ჩართულობა და ძალიან ბევრი შრომა სჭირდება“, – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები