კომუნიკაციების კომისიამ IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითრების მიზნით, 55-ე სკოლის IX კლასის მოსწავლეები „მედიის ეკონომიკაში” გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში.

ტრენინგის ფარგლებში მედიაწიგნიერების ტრენერმა მოზარდების ყურადღება ასევე პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა. მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation”-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის” დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო. „მედიის ეკონომიკის” პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მიმდინარეობს. „მედიის ეკონომიკის” პროექტი ბავშვებს წარმოდგენას უქმნის სოციალური მედიის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე.

ამასთან, პროექტის მიზანია, მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ. 2021 წლის განმავლობაში „მედიის ეკონომიკის” ტრენინგები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ჯამში 50-მდე სკოლის 1000-მდე მოსწავლეს ჩაუტარდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები