ამ მომენტისთვის შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული და კომოენსაციების გაცემა მალევე დაიწყება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, განაცხადების მიღების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
წყარო:imedinews.ge
მსგავსი სიახლეები

„კანონპროექტის მთელი შინაარსი და დედააზრი არის, რომ მოწესრიგდეს და გაიწეროს ვის, როდის და რა პირობებში შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა“

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა

”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, აქაც მზად ვართ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით-კახა კალაძე
