კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
“კომპანია “ტრანსმშენი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც აქვს დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც, გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო, ამ სამუშაოების წარმოშობის დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა გუშინ ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები