„კომპანია, რომელიც ბუშის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებდა, არაკეთილსინდისიერი იყო, ამიტომ მოხდა მისი გაძევება და ახლით ჩანაცვლება“

„კომპანია, რომელიც ბუშის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებდა, არაკეთილსინდისიერი იყო, ამიტომ მოხდა მისი გაძევება და ახლით ჩანაცვლება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
ამასთან, კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს პასუხობს.
“ბუშის ქუჩაზე კომპანია, რომელიც მუშაობდა და მოგებული ჰქონდა ტენდერი, იყო არაკეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში. ის გავაძევეთ და ამ სამუშაოებს სხვა კომპანია გააგრძელებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს ტენდერის პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი პრობლემა იქნება. შეიძლება, ლევან ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ეს პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ აქ ეს არ გამოუვათ. მალე ყველანაირი სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

რა მდგომარეობაშია ატმოსფერული ჰაერი თბილისში, რა იწვევს მის დაბინძურებას და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ თებერვალში გრიპის ვირუსი მოიმატებს, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს.
