კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„კომპანიაში“ მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკული განცხადებები „ნილის“დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
“ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე. 13-წლიანი მუშაობის განმვლობაში კომპანია არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ნილის” ხარისხი აღიარებულია ასობით სერთიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ “ნილის” პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია”, – ნათქვამია კომპანია “ნილის” საგანგებო განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შპს ,,ნილი“ დაარსდა 2005 წლის 22 აპრილს. დაარსების დღიდან კომპანია აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს და ასევე, უწევს კვებით მომსახურებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს. შპს “ნილს” აქვს მოგებული მრავალი სახელმწიფო ტენდერი. კომპანია არის დარგის ლიდერი, აქვს მიღებული მრავალი ჯილდო და სამადლობელი წერილი. 2011 წელს კომპანიამ განახორციელა მასშტაბური პროქტი, კერძოდ, ქსნის #15 და რუსთავის #16 დაწესებულებებში ააშენა პურის ქარხნები, რომლებშიც დაასაქმა მსჯავრდებულები ანაზღაურებით.
„კომპანია ამაყობს აღნიშნული პროექტით, ვინაიდან ასეულობით ადამიანს მისცა დასაქმების, განვითარებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საშუალება. 2015 წლიდან კომპანია ახორციელებდა მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში გახსნილი უფასო სასადილოების 12000-მდე ბენეფიციარის მომსახურებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შპს ,,ნილი“ სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ტრანსპორტით, ყოველდღიურად, უზრუნველყოფდა სტრატეგიულ სიმაღლეებზე განლაგებული საჯარისო დანაყოფების პურით მომარაგებას. 2008 წლის ომის შემდეგ, შპს ,,ნილმა“ გაეროსგან სამადლობელი წერილი მიიღო. დღეისათვის საწარმო აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გერმანული წარმოების თანამედროვე როტაციული ღუმელებით. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. შპს ,,ნილი“ ISO-ხარისხის სერთიფიკატის მფლობელია“, –აცხადებენ კომპანიაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები