კომპანია „ბადაგონმა“ „ქართული ოცნება“ 60 000 ლარით დააფინანსა ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონმა“, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი გადარიცხა. შემოწირულობის ჩარიცხვა 2017 წლის 8 სექტემბერს განხორციელდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სულ 7 344 000 ლარამდე შემოწირულობა მიიღო, რაც ყველა დანარჩენი პარტიის შემოწირულობებს ერთად აღებულს 20-ჯერ და მეტად აღემატება. კომპანია „ბადაგონი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიის რეგიონში. კომპანია ოპერირებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე, თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეღვინეებთან და ლაბორატორიებთან.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს”-ირაკლი კობახიძე
სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლითაც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოიგო

“მოღალატე არის ის, ვისაც გულში მტერი სახელმწიფოს სიყვარული აქვს და ეს ამ შემთხვევაში არის გრიგოლ ვაშაძე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია – ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში”

კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე
