კომპანია Apple-ის კაპიტალმა 900 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Apple-ის კაპიტალმა 900 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Apple, პირველია მსოფლიოში, რომლის კაპიტალმაც 900 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Wall Street- ის სხდომის შემდეგ კომპანიის აქციები 0,8%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო ღირებულება 904,9 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. Apple-ის კაპიტალის გაფართოვების ერთ-ერთი მიზეზი Iphone X-ის გაყიდვებია.
ანალიტიკოსმა ბრაიან ვაითმა, ჯერ კიდევ მაისში ივარაუდა, რომ კომპანიიის აქციები 202 მილიონით ,12 თვის განმავლობაში გაიზრდებოდა და თუ მისი ვარაუდი გამართლდებოდა Apple-ის აქციები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებდა.

კატეგორიები: საინტერესო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები