„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რეგლამენტის სრული დაცვით იქნა მიღებული“-გიორგი ტყემალაძე

„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რეგლამენტის სრული დაცვით იქნა მიღებული“-გიორგი ტყემალაძე

„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რეგლამენტის სრული დაცვით იქნა მიღებული“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის არჩატარებასთან დაკავშირებით. გიორგი ტყემალაძის თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან მათი მიზანი არა საკითხზე მსჯელობა, არამედ გარკვეული პოლიტიკური შოუს მოწყობა იყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. „მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, თითქოს ჩვენ რაღაც ოთახში ვაპირებდით საკითხის განხილვას. შემდეგ მათი პარტიის 30-მა წევრმა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა და ამაზეც დავეთანხმეთ. როდესაც უკვე ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ კომისიების სხდომა ჩაგვეტარებინა, მათ ამ განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, საკრებულოს რეგლამენტის არ დარღვეულა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, შვიდი დღის ვადაში სხდომა დანიშნოს, ან არ დანიშნოს. მმართველმა გუნდმა კი, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ამ თემაზე მსჯელობა კომისიის ფორმატში უმჯობესი იქნებოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები