კობახიძის თქმით, ბონუსების სისტემა გაუქმდება, ხოლო ბლოკები შენარჩუნებული იქნება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პრეზიდენტი არ ემხრობა შეთანხმებას და კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბონუსების სისტემა გაუქმდება, ხოლო ბლოკები შენარჩუნებული იქნება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
”რაც შეეხება ბონუსების სისტემასა და ბლოკებს, შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში იქნება შეტანილი. ბონუსების სისტემა გაუქმდება, ხოლო ბლოკები შენარჩუნებული იქნება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე შეტანილი იქნება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ხელახლა განვიხილავთ იმ დებულებებს, რომელიც ეხება რელიგიისა და შეკრების თავისუფლებებს. შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი ცვლილებების პროექტში. ახლა პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ვეტო დაადოს ახალ დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და ვენეციის კომისიასთან შეთანხმების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ცვლილებების შეტანას იმ დებულებებში, რომელიც ეხება ბონუსის სისტემას, ბლოკებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ ემხრობა ამ შეთანხმებას, ის არ აპირებს დოკუმენტის ამ ორ ნაწილზე ვეტოს დადებას. ვენეციის კომისია წუხს პრეზიდენტის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ამ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი მოაწერს ხელს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
