კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა.

კობახიძის შეფასებით, მექვაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის.
“წარმოგიდგენთ გენერალურ აუდიტორს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის. მას აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მათ შორის ეროვნულ ბანკში. მას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. გენერალურ აუდიტორს მე ვფიქრობ, უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი მექვაბისვილს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პარლამენტი აუცილებლად იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ირაკლი მექვაბიშვილთან და აუდიტის სამსახურთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მსგავსი სიახლეები

ვახტანგ გომელაური, საქართველოში საბერძნეთის ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისის და საბერძნეთის პოლიციის ატაშეს, კონსტანტინოს ლენოსს შეხვდა.

“მმართველი გუნდი შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად”
უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ, 6 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
