კობახიძე: ნაცმოძრაობა არის კრიმინალური ძალა და არ აქვს პოლიტიკური მომავალი

კობახიძე: ნაცმოძრაობა არის კრიმინალური ძალა და არ აქვს პოლიტიკური მომავალი

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი – კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა ნაცმოძრაობა საუბრობს მაღალ მატერიებზე – ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე – სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ “შეცდომას”. ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთ-ერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები