კობახიძე ანა დოლიძის დანიშვნას გამოეხმაურა

კობახიძე ანა დოლიძის დანიშვნას გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა.

„სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ის, რომ იმ თანამდებობებზე, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ თანამდებობებს, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა, ასევე, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები