კობა გვენეტაძე-საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება

კობა გვენეტაძე-საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ წუთებში პარლამენტს 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტს აცნობს. მისი თქმით. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.

“ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს, რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს – ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები