კლუბები მას შემდეგ გაიხსნება, რაც ყველა საგამოძიებო ღონისძიება იქნება ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, ეს იქნება ერთი კვირა თუ ორი კვირა, ამას დღეს ვერ გეტყვით

კლუბები მას შემდეგ გაიხსნება, რაც ყველა საგამოძიებო ღონისძიება იქნება ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, ეს იქნება ერთი კვირა თუ ორი კვირა, ამას დღეს ვერ გეტყვით

კლუბები მას შემდეგ გაიხსნება, რაც ყველა საგამოძიებო ღონისძიება იქნება ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, ეს იქნება ერთი კვირა თუ ორი კვირა, ამას დღეს ვერ გეტყვით, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მის ამ განცხადებას 1tv ავრცელებს.

მინისტრის თქმით, რეალიზატორები არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არიან დაკავებული, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე.

„განჩინების ამოცანა და მიზანი იყო რეალიზატორებსა და კლუბს შორის სისტემური კავშირების დადგენა, ეს არ ნიშნავს პირდაპირ ან კონკრეტულ ბრალდებებს კლუბის მფლობელებთან, ან მენეჯმენტთან მიმართებაში. ჯერჯერობით ეს არის გამოძიების საგანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ორი სახის განჩინება არსებობდა. პირველი – ფაქტობრივად დადასტურებული ფაქტები კლუბებში ნარკოტიკული საშუალებებით სისტემური ვაჭრობის და ამის საფუძველზე არსებული დასაბუთებული ეჭვი, რამდენად არსებობდა ინფრასტრუქტურული კავშირი კლუბებსა და რეალიზატორებს შორის. კლუბის ჩხრეკაზე განჩინება სწორედ ამიტომ იყო მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. მანამდე 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და აქციები იმ ღამესვე გამართეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისს მორიგი აქცია დააანონდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები