კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი.

კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი.

კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. ამ ადამიანს სხვების დასნებოვნება არ შეუძლია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.

„ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელია, ტესტირების დროს რაღაც ხარვეზი მოხდა, მაგრამ ეს არის ვარაუდი, რომელსაც არ აქვს მტკიცებულება. ვიცით რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა. გვყავდა პაციენტები, რომელთანაც გამოჯანმრთელებას 58, 42 და 38 დღე დასჭირდა. მათთან რჩებოდა ვირუსის რაღაც მინიმალური რაოდენობა, რის გამოც უარს ვამბობდით მათ გამოჯანმრთელებაზე. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. ამ ადამიანს სხვების დასნებოვნება არ შეუძლია, მაგრამ ამას სჭირდება შესწავლა. როდესაც ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდა, ორჯერ მიიღო უარყოფითი ტესტი, ასეთ შემთხვევაში ვირუსს ინფექციურობის უნარი არ გააჩნია და პაციენტი გადამდები არაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით 713 ადამიანი დაინფიცირდა, 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები