“კითხვის ნიშანს სვამენ, იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული”

“კითხვის ნიშანს სვამენ, იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული”

კითხვის ნიშანს სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტობრივ გარემოებებზე არავის აქვს კითხვის ნიშნები.

„ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც იყო საუბარი, მგონი, არავინ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 17 მილიონი დოლარის თუ ლარის, ზუსტად არ მახსოვს, ამ თანხის გამოტანა მოხდა „თიბისი ბანკიდან“ და შემდეგ ამ თანხის გადასესხება. ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის აქვს კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანს ისინი სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა ეს დანაშაული. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები