კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი „როსია 24“ ავრცელებს.
„დღეს კიევში გაიტაცეს ჩვენი კოლეგა, პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა, რომელიც დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს“, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
აღნიშნული შესახებ სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
კატეგორიები:
მსოფლიო