კიევში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

კიევში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დაგეგმილ მანიფესტაციას კი არ უკავშირდება, არამედ ქვეყანაში მალტის ლიდერის ვიზიტს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს კიევის ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩა დაკეტილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებს. მან დაგეგმილ დემონსტრაციას „დიდი პროცესის“ დასაწყისი უწოდა და თქვა, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოთქვამს, „უკრაინის, პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობის აზრს“. სააკაშვილი დემონსტრანტების სამ მთავარ მოთხოვნად ასახელებს ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას.

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი 3 ოქტომბერს სთხოვა, თუმცა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა, პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს ლვოვში უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტიდან ჩავიდა, სადაც მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს. ამის გამო სააკაშვილი ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები