კიდევ უფრო დადასტურდა, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა – კობახიძე

კიდევ უფრო დადასტურდა, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა – კობახიძე

„600 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება. საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მოქალაქეების დავალიანების დასაფარად სახელმწიფოს მიერ ფონდ „ქართუსგან“კრედიტის აღება, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე განმარტებას „ქართუ“ თავად გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მოქალაქეებისთვის დავალიანებების განულებაზე ისაუბრა, განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა. ბახტაძის თქმით, რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები