კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

“კიბერუსაფრთხოების სფეროში დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა, გვინდა, ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთ მოწყვლადი სფეროა, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„არ ვართ ჩვენც გამონაკლისი. ჩვენი ქვეყანა უკვე 2-3 წელია, რაც აქტიურად მუშაობს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან. ეს ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა, 2019 წლის შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიდევ კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამის გაძლიერება – გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, რომ ხვალინდელ დღეს უფრო ძლიერები ვიყოთ და არ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან.

სტრატეგია, რა თქმა უნდა, არსებობს და მას მივყვებით და ეს დღევანდელი ფორუმიც ამის შედეგია და ვფიქრობ, რომ წაადგება ძალიან. ნახეთ თქვენ, როგორი დიდი ინტერესია დღევანდელი დღის. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა არის ინტერესით ჩართული ამ მიმართულებით”,  – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები