ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, მაღალმთაში – ზოგან მოთოვს. ხვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, მათ შორის უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 15-20 გრადუსი; თბილისში – 14 გრადუსი.
6-7 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება.
6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 16-21 გრადუსი; თბილისში – 17 გრადუსი.
7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 19 გრადუსი.
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა
