ხვალიდან რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

ხვალიდან რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან თბილისში და იმერეთში რესტორნების სამუშაო საათები შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისში და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება. ამით შევასუსტებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შევანელებთ” – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები