საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ დიდმოწამე დედოფლის წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდა დედოფალი განისვენებს.
წმინდა დედოფალი შუშანიკი სარწმუნეობის დაცვისთვის მე-5 საუკუნეში, 475 წელს აღესრულა. ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში იყო. იგი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. მათდამი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვარსქენმა მართლმადიდებლობა უარყო და მაზდეანობა მიიღო. დედოფალსაც რწმენის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც შუშანიკისგან მტკიცე უარი მიიღო. წმინდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა, სადაც მასთან მისულებს კურნავდა და ეხმარებოდა.
წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში – „წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი“ აღწერა.
მსგავსი სიახლეები

დღეს, 15:00 საათზე ერგნეთში, არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საკითხს განიხილავენ

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება

„სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, 110 ძირი ხის მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“- მაია ბითაძე
