ხვალ მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ

ხვალ მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ

ხვალ, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები