ხვალ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება-კახა კალაძე

ხვალ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება-კახა კალაძე

ხვალ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება,- ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელით თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სამუშაოების დასაწყებად ყველაფერი მზადაა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია ხვალ 14:00 საათისთვის გაიმართება.

“ეს ის ადგილია, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თბილისზე მოამაგე ადამიანებისთვის, ისინი წლებია ინარჩუნებდნენ ამ მოედანს და იცავდნენ მას.

მე წინაასაარჩევნოდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ- თბილისი, რომელიც ჩვენი საერთო სახლია, არის პოლიტიკის მიღმა და მის სამსახურში ერთმანეთს გვერდით უნდა ამოვუდგეთ.

ყველას, ვინც ზრუნავდა ამ კონკრეტული მოედნის შენარჩუნებაზე, მათ შორის „ტფილისის ჰამქარი“, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მხატვრები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ყველას, ვინც ერთხელ მაინც შეწუხებულა და დაინტერესეულა ამ მოედნის ბედით, ხვალ აქ ვიწვევთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.

ჩვენ დაახლოებით 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია.

გელოდებით ხვალ, მობრძანდით, ერთად დავიწყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება,“- განაცხადა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები