ხვალ, 11.00 საათიდან გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამგორის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 11.00 საათიდან გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამგორის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 11.00 საათიდან გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამგორის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
„11 აპრილს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, აეროდრომის დასახლების მე-3, მე-4, მე-6 ქუჩების, კალოუბნის ქუჩის №7, ჯავახეთის ქუჩის №2, №4, №6, №8, №10, ჯავახეთის I შესახვევის №1, №2, №3, №4, №5, №7, №9, ჯავახეთის III შესახვევის №5-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხვალვე, 16:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები