ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები აიცრნენ

ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები აიცრნენ

ქვეყნის მასშტაბით მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა ხორციელდება. ამჯერად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარების აცრა მიმდინარეობს.

იმუნიზაციის პროცესი „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ტარდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით ეს პროცესი სრულად ამოწურული იქნება.

ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის ადგილზე აცრა.

„აცრის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მობილური ჯგუფები, მოსახლეობას ადგილზე, სოფლის ამბულატორიებში აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ აცრა. გარდა ადგილობრივებისა, ვაქცინაცია ტარდება ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან“, – აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები