ხუნდაძე სააკაშვილ-პუტინის ღია კომენტარებზე: ეს ახალი პოლიტიკური თამაშია გარკვეული მიზნისთვის

ხუნდაძე სააკაშვილ-პუტინის ღია კომენტარებზე: ეს ახალი პოლიტიკური თამაშია გარკვეული მიზნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ღია კომენტარებს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს.
ხუნდაძე სვამს კითხვას, რისთვის სჭირდებათ სააკაშვილსა და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა? დეპუტატის აზრით, ეს ახალი პოლიტიკური თამაშია გარკვეული მიზნისთვის.
„მთავარი სწორედ ამ მიზნის გამოცნობაა, თორემ ისინი რომ ერთნი იყვნენ, ამაში ეჭვი არცერთ მოაზროვნეს ეპარებოდა: „ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები და ქმედებები სხვაგვარად ლაგდება. მიხეილ სააკაშვილის რუსეთის მიმართ ღიად გაცხადებული „მტრობა” სინამდვილეში რომ მოყვრობა იყო, ამაში ეჭვი არცერთ მოაზროვნეს  ეპარებოდა. მაგრამ დღეს სტრატეგია შეცვალეს და ერთმანეთის მიმართ ერთგვარ თანადგომას ღიად გამოხატავენ: სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის” უკრაინის პასპორტის დაბრუნებას. მართალია, სააკაშვილმა უკმეხი პასუხი გასცა, მაგრამ ეს, ალბათ, სცენარის ნაწილი იყო, სინამდვილეში კი ორივენი ღია სცენაზე გამოვიდნენ. მთავარი კითხვა სწორედ ეს არის – რისთვის სჭირდებათ სააკაშვილსა და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა? ვფიქრობ, ამის პასუხი რთული არ არის. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ევროპული პოლიტიკის კრიტიკით უკრაინელ ხალხს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გარკვეული მისიაც შეასრულა. ამ „სიკეთეს” პუტინმა „სიკეთითვე” უპასუხა, თუმცა, ალბათ, ორივეს საბოლოო მიზანი საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. აქ კი ნამდვილად ცდებიან. მართალია, ქართველ ხალხში გადაწყვეტილებების მიღებისას ემოცია ჭარბობს, მაგრამ იმდენად არა, რომ მხარი სააკაშვილი-პუტინის ერთობლივ პოლიტიკას დაუჭირონ. ასე რომ, მათი სცენარი საქართველოში ფუჭია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები