ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

შს მინისტრის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ხანძრის არც ერთ ლოკაციაზე არ არსებობს.

“ხულოს მიმართულებაზე გუშინ კიდევ დაემატა დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. საგანგაშო არაფერია. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ცეცხლის გავრცელების კუთხით. ზოგადად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს ასევე იმ მიდამოებში, სადაც ხანძრის კერებია”, – განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება თუშეთს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, თუშეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და იქაც ცეცხლის სრული ლოკალიზაციაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები