ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებული შედეგები ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა-ირაკლი კობახიძე

ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებული შედეგები ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს.
ის იმედოვნებს, რომ დისკუსიის შემდეგ, პოზიცია და ოპოზიცია მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ.
„რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა კომისიის მუშაობა და თითოეული დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. ​ჩვენ გვექნება კიდევ ერთი რაუნდი დისკუსიისა „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ კომისიაში და იმედი მაქვს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერება მოხერხდება. თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში აისახება. ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები