ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ipn-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს („ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა და საავადმყოფო მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

ცნობისთვის, 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები