ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.

დასკვაში ძირითადად ლაპარაკია სკოლებში უსაფრთხოების პრობლემებზე. კომისიამ მუშაობის შედეგად შეისწავლა 51-ე და 1 ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობა, მოსწავლეებს შორის ინციდენტის წარმოშობის მიზეზები, მათზე რეაგირება და დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

“შესვენების დროს სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრას/ბულინგს, რის გამოც მოხდა შელაპარაკება.

კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-ს და ა.ს.-ს და მეორე მხრივ – დ.ნ.-ს და თ.ჩ.-ს შორის. შელაპარაკებაში ასევე მონაწილეობდა დავით სარალიძე. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას.

ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს – მ.კ.-ს და სთხოვა დახმარება. სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 საათისთვის ისინი სკოლასთან შეიკრიბნენ. სკოლის წინ შეიკრიბა სულ დაახლოებით 30-35 სკოლის მოსწავლე, რომლებიც წავიდნენ საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ,”- წერია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძეს, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა – ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ-ს შორის კონფლიქტი.

მანდატურმა ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა როგორც თ.ჩ., ისე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ 13:50-ზე თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილეებიც, ასევე დავით სარალიძე, სავარაუდოდ, სხვა სკოლის მოსწავლე მოზარდიც. მან ინფორმაცია მანდატურებს მიაწოდა, რომელთაც ვერ აღმოაჩინეს კონფლიქტური სიტუაცია.

“არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, როგორც უშუალოდ, ისე სათვალთვალო კამერების მეშვეობით, რის გამოც მანდატურებს უყურადღებოდ დარჩათ სასწავლო პროცესის შემდგომ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.”- წერია დასკვნაში.

ასევე დასკვნაში წერია, რომ ორივე სკოლისთვის ცნობილი იყო ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ. მათ მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის სხვადასხვა დროს გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლამ არ გაატარა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები არასასურველი ქცევის კორექციისა და მოზარდის პოზიტიური განვითარების მიზნით.

“ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათში არსებული აგრესიის კონკრეტული ქმედებით გამოვლენის მიზეზი. ნიშანდობლივია, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 მოსწავლეს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დისციპლინური გადაცდომა 2017 წელს,”- წერია დასკვნაში.

ასევე წერია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომები, როგორებიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, გაკვეთილზე დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების ტარება. ამ გადაცდომებზე გამოყენებული სახდელები – სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა – ფორმალური დატვირთვის მატარებელია და არ შეიძლება ჩაითვალოს ჩადენილ გადაცდომათა პრევენციულ ქმედებად.

“თბილისის ოცდაათამდე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორთან გასაუბრებით დგინდება, რომ პრევენციული ღონისძიებების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლებს შორის არ ხორციელდება,”- ნათქვამია დასკვნაში.

1 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრების ფრაგმენტი, რომელშიც, მათი განმარტებით, ჩანს რა ხდებოდა ჩხუბის დროს.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები