„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია არც პოლიტიკურია და არც არანაირი. ეს არის ტრაგედია, რომელსაც არც დამნაშავე ჰყავს და არც დაზარალებული. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი, დიდი ბოროტების წინაშე“-ლევან დადუნაშვილის დედა

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია არც პოლიტიკურია და არც არანაირი. ეს არის ტრაგედია, რომელსაც არც დამნაშავე ჰყავს და არც დაზარალებული. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი, დიდი ბოროტების წინაშე“-ლევან დადუნაშვილის დედა

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია არც პოლიტიკურია და არც არანაირი. ეს არის ტრაგედია, რომელსაც არც დამნაშავე ჰყავს და არც დაზარალებული. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი, დიდი ბოროტების წინაშე“, – ასე შეაფასა მოზარდების მკვლელობის საქმის განაჩენი, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის დედამ.
ნათია საყვარელიძე, რომელსაც შვილი მოუკლეს ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას მხოლოდ დაზარალებულები ჰყავს.
„ადამიანი რასაც აკეთებს, ყველაფერს თავის თავისთვის აკეთებს. ეს, ჩემი სიტყვები არ არის, ეს ძალიან ბრძენი ადამიანის სიტყვებია. ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. საერთოდ, ვთვლი, რომ ხორავას ტრაგედია არც პოლიტიკურია და არანაირი, ეს არის ტრაგედია. მე ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული, აქ, ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი დიდი ბოროტების წინაშე.
კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“ – აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს, 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები