ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს თბილისის მასშტაბით 25 სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდებიან.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს თბილისის მასშტაბით 25 სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდებიან.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს თბილისის მასშტაბით 25 სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდებიან. ამის შესახებ 1tv წერს.

შეხვედრაზე სკოლებში მიმდინარე და განსახორციელებელ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ, რომლებიც მოზარდებში ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრას ეხება.

მხარეები წარადგენენ გარკვეულ რეკომენდაციებსაც. პარასკევს კი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვებს განაახლებენ. ფსიქოლოგებისა და მოზარდების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.  პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები