ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის.

სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები