ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინსიტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 28 ოჯახს კვების პროდუქტები გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.
“ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 28 ოჯახისთვის კვების პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმეებმა: სოფიკო ფოცხორაიამ, კახა შამათავამ, ტარიელ ხეცურიანმა, ზური ბიგვავამ და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა პირადი სახსრებით შეიძინეს. თითოუელ ოჯახს, 80-80 ლარის ღირებულების სასურსათო კალათა გადაეცა.
მოქალაქეებს პროდუქტების პაკეტი საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა გადასცა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მეწარმეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.