ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ-სააკაშვილი

ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ-სააკაშვილი

ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სავალალო ეკონომიკური ვითარებაა და ამ ვითარებას შეცვლა სჭირდება.
„მთავარი პრობლემა საქართველოსი არის, რომ ქვეყანა იცლება, ეს არის რეალური საფრთხე. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით. ხელფასების მატებით, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდით და ვაპირებ, ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთი ნიშნით – რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით. მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას მე გავახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები