“ხელი მოვაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიერიდან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის”

“ხელი მოვაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიერიდან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის”

ხელი მოვაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიერიდან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა.

„ყოველთვის სრულად ვეთანხმებოდი ჩვენი მეგობრების, ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების მოწადინებას. ამიტომ ჩემი აქ მოსვლა განპირობებულია პირადად ჩემი სურვილით. მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ჩვენი პარტიის ოთხივე წევრი ასევე ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ასეთი სულისკვეთებით ვართ.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ამიერიდან აღარ იყოს არჩევნებისადმი მოსახლეობის უნდობლობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შედგეს ელექტრონული არჩევნები.

რადგან ხელი მოვაწერე, ამიერიდან ძალიან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის. მოვაწერე ხელი და ყველა პუნქტი, რომელიც ჩაწერილია, ვიბრძოლებ, შესრულდეს“, – განაცხადა დავით ზილფიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები