ხეების გადატანის გამო დაზიანებულ გზებს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხარჯებით აკეთებს-დავით მათიკაშვილი

ხეების გადატანის გამო დაზიანებულ გზებს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხარჯებით აკეთებს-დავით მათიკაშვილი

„ამ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც დენდროლოგიური პარკი ჰქვია, თავმოყრილი იქნება საქართველოში არსებული ხე-მცენარის ყველა ენდემური ჯიში, რომელიც ისეა გაბნეული, რომ მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მეცნიერებმა თუ იციან და ისიც სრულად არა – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხმა მთელი ოპოზიციური სპექტრის ისტერია გამოიწვია.
„ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან ხდება მტკნარი სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიაზე. ეს ნამდვილად ასე არ არის. როგორც ჩვენი ზღვის სანაპირო ციცინათელას პარკის გარეშე წარმოუდგენელია, ასევე წარმოუდგენელი იქნება ძალიან მალე ჩვენი სანაპირო იმ უნიკალური დენდროლოგიური პარკის გარეშე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თანხებით აკეთებს” – აცხადება დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, თუკი ხის გადატანისას გზა გაფუჭდა, ბიძინა ივანიშვილი მას საკუთარი ხარჯებით აკეთებს. „საკუთარ ფულს ხარჯავს, თუკი სადმე გზა გაფუჭდა ამ ხის გადატანისას. 5,3 მილიონი ლარი დაიხარჯა გზების შეკეთებაზე და ახალი გზების დაგებაზე. ეს ფული დარჩა ჩვენს საზოგადოებას. ამაზე ბატონმა ბიძინამ ძალიან დამაჯერებელი და პირდაპირი პასუხები გასცა ყველას. ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების მიერ საკუთარი სახსრებით გაღებული უდიდესი შრომა. ისევე როგორც, არაერთი რამ, Black Sea Arena, ციცინათელას ატრაქციონების პარკი მან ააშენა და ჩვენს სახელმწიფოს გადასცა, ანალოგიურად დარჩება ჩვენს საზოგადოებას დენდროლოგიური პარკი. ასევეა პანორამა თბილისი. ეს ორივე პროექტი არის უნიკალური, რომელიც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიტანს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობას“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები