ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 447 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 88, იმერეთში – 119, გურიაში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 100, მცხეთა-მთიანეთში – 32, შიდა ქართლში – 57, ქვემო ქართლის მასშტაბით – 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 130, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12 429 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები