ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, სამართალდამცველებმა იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს.

“მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს” – აღნიშნავს შსს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები