„ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის ზრდას“-ვახტანგ შაქარიშვილი

„ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის ზრდას“-ვახტანგ შაქარიშვილი

„ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის ზრდას“,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტს, როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაზრდილ  ბიუჯეტს მიიღებენ, რომელიც იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საუბრობდა.

„ერთ-ერთი მთავარია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. წელსვე ქალაქს დამატებით 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ეყოლება. ეს არის ის პრიორიტეტები და ჩარჩო გეგმა, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით საზოგადოებას და წელსვე ჩვენ დავიწყეთ ამ პრიორიტეტების შესრულება. კერძოდ, ბიუჯეტი გავზარდეთ 60 მილიონი ლარით, დღეს სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს მეტროსადგურებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების შესახებ, ფრაქცია „ქართულო ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს ყველა მეტროსადგურში არსებულ მდგომარეობას, როგორც აქამდე ჩატარებული სამუშაოების, ასევე იმ საპროექტო დავალებების ექსპერტიზა ხდება, რომელთა მიხედვითაც მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

„ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. რომ არ მომხდარიყო თანხების აუთვისებლობა, ასიგნინებების ოპტიმიზაცია მოხდა და თანხების ნაწილი მიემართება ავტობუსების შესასყიდად. წელსვე ჩატარდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ამავდროულად, შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები