ხატია დეკანოიძე – არავითარ შემთხვევაში არ გავმართავთ პროტესტს სამოქალაქო კლინიკასთან

ხატია დეკანოიძე – არავითარ შემთხვევაში არ გავმართავთ პროტესტს სამოქალაქო კლინიკასთან

ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო მოთხოვნას.

„მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ არის გამოსავალი. მთავარია, ახლა გადარჩეს და მთავარია, გორის კლინიკა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საჭირო მოთხოვნებს ექიმების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები