ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნილია

ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები ხუთი მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები