კერსტი კალიულაიდს და მის მეუღლეს გეორგ-რენე მაქსიმოვს საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში უმასპინძლა

კერსტი კალიულაიდს და მის მეუღლეს გეორგ-რენე მაქსიმოვს საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში უმასპინძლა

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელიქუთაისში მეგობრული სადილი გაიმართა.
ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტმასათაფლიას ეროვნული ნაკრძალი დაათვალიერეს და ესტონელ დელეგაციასთან ერთად, ერთერთისტორიულ შენობაში ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ.
ესტონელმა სტუმრებმა ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები მოისმინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები