კელი დეგნანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ

კელი დეგნანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე კითხვებს სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საჭიროებების შეფასება სპეციალური ჯგუფის პრეროგატივაა.

„ამ საკითხზე ალბათ იმ სამედიცინო ექსპერტებმა უნდა უპასუხონ, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულები. მოგეხსენებათ, არის შექმნილი ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს. მათ უკეთ იციან და შეუძლიათ შეაფასონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისი საჭიროებები. ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა დეგნანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები