კარლ ჰარცელი: სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის

კარლ ჰარცელი: სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის

ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, – ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება.

“მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები