კარლ ჰარცელი: ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება

კარლ ჰარცელი: ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება

„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

ელჩის თქმით, ამისთვის საჭიროა ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები გადადგას.

„ამჟამად, მხარეები ცვლიან თავიანთ პოზიციებსა და მოსაზრებებს. მოლაპარაკებების პროცესი იქნება რთული, მაგრამ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება. ამისთვის საჭიროა ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. გასარკვევია, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები