კარიბის ზღვის კუნძულებზე, გამანდაგურებელ ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლი მოჰყვა.

კარიბის ზღვის კუნძულებზე, გამანდაგურებელ ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლი მოჰყვა.

კარიბის ზღვის კუნძულებზე, გამანდაგურებელ ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული დროით, გარდაცვლილია 7 ადამიანი. კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მთლიანად გამადგურებულია ინფრასტრუქეტურა, მოსახლეობა ენექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ანტიიგუა და ბარბუდას პრემიერის თქმით კუნძული, რომელზეც 1700 ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად განადგურებულია.

გამანადგურებელი ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების გაძლიერებას ვარაუდობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსების ინფორმაცით, ქარიშხალმა უკვე მიაღწია, უმაღლეს მეხუთე კატეგორიას და ის ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 295 კილომეტრს მიაღწევს.

“ირმა” უფრო ძლიერია, ვიდრე ქარიშხალი„ჰარვი“, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს თავს დაატყდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები